სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით პანონიის უნივერსიტეტს ეწვივნენ

samushao-viziti-panoniis-universitetshi

27-28 თებერვალსევროპის უნივერსიტეტისტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი მაია აზმაიფარაშვილი და ამავე პროგრამის პროფესორი ეკა დევიძე სამუშაო ვიზიტით პანონიის უნივერსიტეტს ეწვივნენ.

ვიზიტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული EMDM პროექტის – “ნელი ტურიზმის მენეჯმენტის” (STM) ფარგლებში განხორციელდა. ქალაქ ვესპრემში გამართულ შეხვედრას  საქართველოდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, თურქეთსა და აზერბაიჯანიდან საერთაშორისო კოსნორციუმის ყველა წევრი უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ინტეგრირებულ ტრანსნაციონალურ სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები, პროგრამის სილაბუსი, მიზნები და შედეგები, სწავლასწავლების მეთოდები და აქტივობები, პრაქტიკის განხორციელების პროცედურები, შეფასების რუბრიკები და სხვა.

EMDM-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები სასწავლო გეგმებისა და სწავლების პრაქტიკის მოდერნიზაციის, რესურსების მობილიზებისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით უნივერსიტეტების შესაძლებლობის გაძლიერებას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ STM პროექტის კონსორციუმის წარმომადგენელთა შემდეგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის 18-19 მაისს გაიმართება და მასევროპის უნივერსიტეტიუმასპინძლებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *