18, 25 მარტს და 1, 8, 22 აპრილს, 12:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტი“ ვეტერინარიით დაინტერესებულ აბიტურიენტებს გიწვევთ ღია კარის დღეზე.
შეხვედრის ფარგლებში სპეციალურად თქვენთვის დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
- უნივერსიტეტის გაცნობითი ტური
- ვეტერინარიის პროგრამის პრეზენტაცია
- საჩვენებელი ლექცია ცხოველთა ანატომიაში
- მულაჟების გამოყენებით კვლევისა და დიაგნოსტირების, ცხოველის პირველადი დახმარების აღმოჩენის მეთოდების სიმულაცია აბიტურიენტების ჩართულობით
ღია კარის დღეს პროგრამის ხელმძღვანელები – ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებებელი მაია კერესელიძე და პროფესორი, ნინო მილაშვილი – გაუძღვებიან.
ვეტერინარიის ვორკშოპზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3JxdNv2
ვორკშოპები ჩატარდება ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კამპუსში (მის.: გურამიშვილის გამზირი #76).