ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.
სტუდენტები ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ პრაქტიკას მიმდინარე წლის 7-დან 21 მარტის ჩათვლით გაივლიან.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:
ა) GPA > 3.
ბ) სწავლის საფეხური – “ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 , მე-5 და მე-6 კურსი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გაგზავნონ სამოტივაციო წერილი მეილზე: studentscompetition@eu.edu.ge, 2023 წლის 5 მარტის 22:00 საათამდე.
გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.
კონკურსის ფარგლებში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამიდან 10 სტუდენტი შეირჩევა.
სტუდენტებთან გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 6 მარტს, 7 მარტს კი შედეგები გამოქვეყნდება.
პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებზე შესაბამისი სერტიფიკატები გაიცემა.