„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტი აბიტურიენტებისთვის იწყებს სტომატოლოგიის ვორკშოპების სერიას.
11, 18, 19, 25 და 26 მარტს სტომატოლოგიით დაინტერესებულ აბიტურიენტებს გიწვევთ პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებზე, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ მიიღოთ საინტერესო გამოცდილება და თავად ჩაატაროთ ძირითადი პროცედურები.
ვორკშოპი განკუთვნილია მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის და მასში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით.
ვორკშოპები ჩატარდება „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის კამპუსში, მის.: დავით სარაჯიშვილის ქ. #17.
სერიის ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა გაქვთ დაესწროთ შემდეგ ვორკშოპებს:
პირის ღრუს მოვლა
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ გეცოდინებათ პირის ღრუს აგებულება, კბილის მაგარი ქსოვილებისა და ღრძილების დაზიანების გამომწვევი ძირითადი მიზეზები. ჯანსაღი ღიმილის შენარჩუნებისთვის აუცილებელი მოვლის მეთოდები და გამოსაყენებელი საშუალებები.
გეცოდინებათ პირის ღრუს სწორი მოვლა და შეძლებთ საჭირო ჯაგრისებისა და პასტების შერჩევას.
გეცოდინებათ პროფესიული ჰიგიენის (კბილების გაწმენდა) ჩატარების მეთოდები, ჩვენებები, უკუჩვენებები და საშუალებები.
აბიტურიენტების რაოდენობა: 15
კბილების გათეთრება
კურსის ფარგლებში გაეცნობით კბილების ქიმიური გათეთრების საშუალებებს, მეთოდებს და ჩატარების ტექნიკას.
გეცოდინებათ რა სხვაობაა სახლისა და კლინიკის პირობებში კბილების გათეთრებას შორის.
სახლის პირობებში გათეთრებისას რომელ პროდუქტს ენიჭება უპირატესობა და რატომ. რა ფაქტორები წარმოადგენს გათეთრების უკუჩვენებას და რომელი პაციენტებისთვის არ არის რეკომენდებული ამ პროცედურის ჩატარება.
აბიტურიენტების რაოდენობა: 15
კბილის ამოღება
კურსი მოიცავს ინფორმაციას კბილების ამოღებასთან დაკავშირებულ მითებსა და რეალობაზე, გაუტკივარებაზე და გამოყენებულ ინსტრუმენტებზე. ამასთანავე, შეისწავლით კბილის ამოღების ტექნიკას.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ვორკშოპის ფარგლებში გექნებათ საშუალება განახორციელოთ პროცედურები შესაბამის ფანტომზე.
აბიტურიენტების რაოდენობა: 15
გაითვალისწინეთ, ვორკშოპები განკუთვნილია მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის და თითოეულ სამუშაო შეხვედრაზე გამოყოფილი ადგილების რაოდენობა დაკომპლექტდება ყველაზე ადრე დარეგისტრირებული აბიტურიენტებით.
სტომატოლოგიის ვორკშოპების სერიის დეტალური განრიგი იხილეთ აქ.
სასურველ ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3ZaLI1B
გთხოვთ გაითვალისწინოთ, სერიის ფარგლებში შეძლებთ დაესწროთ მხოლოდ ერთ ვორკშოპს.