„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტი აბიტურიენტებისთვის იწყებს ვორკშოპების სერიას.
11, 12, 18, 19, 25 და 26 მარტს მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს გიწვევთ პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებზე, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ სხვადასხვა მიმართულებით მიიღოთ გამოცდილება და თავად ჩაატაროთ ძირითადი პროცედურები.
ვორკშოპი განკუთვნილია მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის და მასში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით.
ვორკშოპები ჩატარდება „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის კამპუსში, მის.: დავით სარაჯიშვილის ქ. #17.
სერიის ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა გაქვთ დაესწროთ შემდეგ ვორკშოპებს:
სასიცოცხლო ფუნქციების შეფასება
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ შეაფასოთ ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, ტემპერატურა და სისხლში ჟანგბადის გაჯერება-სატურაცია) და განსაზღვროთ როდის არის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებში, როდის არის მათი მაჩვენებლები საგანგაშო და საჭიროებს დახმარებას.
მონაწილეებს შესაძლებლობა გექნებათ შეაფასოთ აღნიშნული მაჩვენებლები სიმულაციურ პაციენტზე.
აბიტურიენტების რაოდენობა: 15
გულის არაპირდაპირი მასაჟი
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ აღმოუჩინოთ პირველადი დახმარება უგონოდ მყოფ ადამიანს. გეცოდინებათ რა თანმიმდევრული ნაბიჯებია შესასრულებელი, როგორ დავრწმუნდეთ აქვს თუ არა პაციენტს სუნთქვა / პულსი და როგორ უნდა შევუნარჩუნოთ სასიცოცხლო პარამეტრები დახმარების მოსვლამდე.
აბიტურიენტების რაოდენობა: 15
ინექციები
კურსის დასრულების შემდეგ გეცოდინებათ სხვადასხვა ინექციების (კანშიდა, კანქვეშა, კუნთშიდა და ინტრავენური) გაკეთების ტექნიკა.
გეცოდინებათ განსხვავება ინექციებს შორის. როდის ვიყენებთ ცალკეულ მათგანს, როგორ უნდა ჩავატაროთ აღნიშნული მანიპულაციები და რა სახის გართულებებია მოსალოდნელი.
აბიტურიენტების რაოდენობა: 15
მარტივი ჭრილობის დამუშავება
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ გეცოდინებათ როგორ უნდა აღმოუჩინოთ დახმარება პაციენტს მარტივი ჭრილობის შემთხვევაში.
გეცოდინებათ ჭრილობის დამუშავება, რა სახის ინსტრუმენტებს ვიყენებთ ჭრილობის გასაკერად, როგორი ძაფები გამოიყენება, რა ტიპის ნაკერები არსებობს და როგორია მათი დადების ტექნიკა.
აბიტურიენტების რაოდენობა: 15
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ვორკშოპის ფარგლებში შეძლებთ შესაბამისი მანიპულაციის ჩატარებას მულაჟებზე.
ელექტროკარდიოგრამა
ელექტროკარდიოგრამა – გულის მუშაობის / გულში აღმოცენებული ელექტრული პოტენციალების გრაფიკული გამოსახვაა სპეციალური ხელსაწყოს, ელექტროკარდიოგრაფის საშუალებით.
აღნიშნული მეთოდის შესწავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ სწრაფად დასვათ მიოკარდიუმის ინფარქტის ან სიცოცხლისთვის საშიში არითმიების დიაგნოზი და ხელი შეუწყოთ პაციენტის სიცოცხლის გადარჩენას.
აბიტურიენტების რაოდენობა: 10
კონტრაცეფცია
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ გეცოდინებათ კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდები, მათი გამოყენების სპეციფიკა, პრიორიტეტები რეპროდუქციულ ასაკთან მიმართებაში და ფერტილური ფანჯარა.
აბიტურიენტების რაოდენობა: 15
ოპერაციის შემდგომი მასალის მორფოლოგიური კვლევა, დიაგნოსტიკა და მისი მნიშვნელობა
აღნიშნული ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ თუ როგორ ხდება ოპერაციის შემდგომი ქსოვილების დამუშავება, კვლევისთვის მომზადება და დიაგნოსტიკა. განხილული იქნება ყველა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მორფოლოგიური კვლევა ეხმარება პაციენტის მკურნალ ექიმის სწორად შეარჩიოს მკურნალობის ფორმა.
თავად შეძლებთ მოამზადოთ სასაგნე მინა ქსოვილებით და თქვენივე მომზადებული მასალა დაათვალიეროთ მიკროსკოპში.
აბიტურიენტების რაოდენობა: 10
გაითვალისწინეთ, ვორკშოპები განკუთვნილია მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის და თითოეულ სამუშაო შეხვედრაზე გამოყოფილი ადგილების რაოდენობა დაკომპლექტდება ყველაზე ადრე დარეგისტრირებული აბიტურიენტებით.
მედიცინის ვორკშოპების სერიის დეტალური განრიგი იხილეთ აქ.
სასურველ ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3ErJ7bu
გთხოვთ გაითვალისწინოთ, სერიის ფარგლებში შეძლებთ დაესწროთ მხოლოდ ერთ ვორკშოპს.