“ევროპის უნივერსიტეტს” სამუშაო ვიზიტით მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით “EKA – გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი იელენა ტიტკო ეწვია.
შეხვედრაზე ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში “ევროპის” უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტად ჩართვის საკითხი განიხილეს.
დადებითად გადაწყდა “ევროპის უნივერსიტეტსა” და ლატვიის “EKA – გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ შორის სტუდენტებისა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის ორმხრივი მობილობის საკითხი სამართლის, მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
“ევროპის უნივერსიტეტის” მხრიდან შეხვედრას რექტორი ნინო ტალიაშვილი, ვიცე რექტორი სოფიო ხუნდაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი თათია დოლიძე ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტმა” 2023 წლის განაცხადისთვის უკვე მიაღწია პარტნიორულ შეთანხმებას 50-ზე მეტ “ევროპულ უნივერსიტეტთან” და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია.