საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტი“ TIMES HIGHER EDUCATION IMPACT RANKINGS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგშია

evropis-universiteti-msoflio-universitetebis-reitingshia

„ევროპის უნივერსიტეტი“ პრესტიჟული სარეიტინგო ბაზის – Times Higher Education (THE) Impact Rankings-ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგების 2022 წლის გამოშვებაში მოხვდა.

ყოველწლიურად, Times Higher Education აქვეყნებს უნივერსიტეტების საერთო რეიტინგს და ასევე მდგრადი განვითარების 17 მიზნისთვის შესაბამის ცხრილს, სადაც ნაჩვენებია უნივერსიტეტების პროგრესი თითოეული მიმართულებით.

„Impact Rankings 2022“ წარმოადგენს Times Higher Education-ის ზედიზედ მეოთხე გამოცემას და საერთო რეიტინგი მოიცავს 106 ქვეყნის / რეგიონის 1,406 უნივერსიტეტს. „ევროპის უნივერსიტეტი“ არის ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც შესულია Times Higher Education Impact Rankings 2022-ში. „ევროპის უნივერსიტეტი“ საერთო რეიტინგში იკავებს 1001+ ადგილს და მდგრადი განვითარების ოთხ კატეგორიაში შემდეგ პოზიციებზეა:

SDG3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა / Good Health and Well-Being (601- 800)

მდგრადი განვითარების მესამე კატეგორიის გათვალისწინებით, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკისთვის, „ევროპის უნივერსიტეტი“ 41.5 – 53.2 შეფასებით 601-800 ადგილზეა.ranking

SDG 4: ხარისხიანი განათლება / Quality Education (801 – 1000)

33.7 – 41.6 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი“ 801 – 1000 პოზიციაზეა მეოთხე კატეგორიაში, რომლის მიზანია უსაფრთხო, ინკლუზიური და პოზიტიური გარემოს შექმნა განათლებაში დაუწყვეტი სწავლის შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა ყველასთვის.

 

SDG 16: მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები / Peace, Justice and Strong Institutions (401 – 600)

„ევროპის უნივერსიტეტმა“ მიიღო 40.4 – 56.1 შეფასება და მოხვდა 401 – 600 ადგილზე მეოთხე კატეგორიაში. SDG 16-ის მიზანია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის და ყველა დონეზე ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების ჩამოყალიბება.

 

SDG 17: პარტნიორობა მიზნების მისაღწევად / Partnerships for the Goals (1001+)

„ევროპის უნივერსიტეტი“ 1001+ ადგილზეა მე-17 კატეგორიაში, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებმა, შესაბამისი რესურსების გამოყენებით, გლობალური თანამშრომლობის საფუძველზე, მიაღწიონ მდგრადი განვითარების 17 მიზანს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *