ერაზმუს+ საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად, 4 აკადემიური და 4 ადმინისტრაციული გამარჯვებული პერსონალი გამოვლინდა. ისინი ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტს ესტუმრებიან.
“ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული პერსონალი სამუშაო ვიზიტით შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაემგზავრება:
მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა) – ნინო პატარაია, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
პარ საუნივერსიტეტო კოლეჯი (ხორვატია) – თათია დოლიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი;
დაუვგაპილსის უნივერსიტეტი (ლატვია) – მარიამ მანია, საერთაშორისო პროექტებისა და ბილატერალური მობილობის მენეჯერი;
ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი (პოლონეთი) – გიორგი მუნჯიშვილი, ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი.
აკადემიური მობილობის ფარგლებში, სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი სოფიო სამხარაძე და დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძე, ტოკატ გაზიოსმანფაშა უნივერსიტეტს (თურქეთი) აკადემიური ვიზიტით ეწვევიან, ხოლო დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის პროფესორ ცისანა გიორგაძესა და მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ ეკა კოხრეიძეს, უტენას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ლიეტუვა) და მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა) უმასპინძლებენ.
ერაზმუს+ საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობა უცხოურ უნივერსიტეტებში სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებას და აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლობის გაღრმავებასა უწყობს ხელს.