საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ზამთრის სკოლაზე „ევროპეიზაცია და დემოკრატიცაზია: ევროკავშირი და საქართველო“ რეგისტრაცია დაიწყო

zamtris-skolaze-evropeizacia-da-demokatizacia-evrokavshiri-da-saqartvelo-registracia-daiwyo

„ევროპის უნივერსიტეტი“ სტუდენტებისთვის და აბიტურიენტებისთვის აცხადებს მიღებას ზამთრის სკოლაში – „ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: ევროკავშირი და საქართველო“ მონაწილეობის მისაღებად.

ზამთრის სკოლა 13 – 27 თებერვალს გაიმართება. სესიები „ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციულ კორპუსში ყოველ დღე ჩატარდება (მის.: თბილისი, გურამიშვილის გამზ. N76). თითოეული სესიის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს.

ზამთრის სკოლისთვის მონაწილეები კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „ევროპის უნივერსიტეტის“ და  სხვა უნივერსიტეტის სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის, ეკონომიკის, ჰუმანიტარული, სოციალური ან პოლიტიკური მიმართულების სტუდენტებს, ასევე, საქართველოს ნებისმიერი სკოლის დამამთავრებელი კლასის (XII კლასი) მოსწავლეებს.

ზამთრის სკოლის მონაწილეებისთვის “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის პროფესორები ჩაატარებენ სესიებს შემდეგ თემებზე:

  • საქართველოს ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: ისტორია, მექანიზმები, აქტორები, ინსტიტუტები;
  • საქართველოს ევროპული პერსპექტივა: ევროკავშირის რეკომენდაციები და მათი შესრულების პროცესი.
  • ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თემატური საკითხები, მათ შორის, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები, ვაჭრობა, მწვანე ეკონომიკა, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა.
  • საქართველოს ევროპული საგარეო და რეგიონული პოლიტიკა;
  • ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ;
  • ევროპეიზაციის გავლენა თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე;
  • ფასეულობები და იდენტობები ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის კონტექსტში;
  • ანტი-ევროპული საინფორმაციო ომი და პროპაგანდა, სტრატეგიული კომუნიკაცია;
  • ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია და მობილობის პარტნიორობა;
  • თანამშრომლობა ფორმალური თუ არაფორმალური განათლების და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით.

მონაწილეობის მსურველებმა, არაუგვიანეს 2023 წლის 30 იანვრისა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3jQ90u1

ზამთრის სკოლის დისკუსიებში ჩაერთვებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.

ყველა მონაწილეს, რომელიც წარმატებით გადალახავს შუალედურ და დასკვნით გამოცდას, რომელიც სესიების დასრულების შემდეგ ჩატარდება, გადაეცემა 45 საკონტაქტო საათის (5 კრედიტის მოცულობის) მოდულის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.

ზამთრის სკოლის გამორჩეული მონაწილე მოამზადებს და გამოაქვეყნებს ბლოგპოსტს.

ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს ექნება ევროპის უნივერსიტეტის” ჟან მონეს აქტივობების სხვა ღონისძიებებში ჩართვის და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრისა თუ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

აღნიშნული ზამთრის სკოლა ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს მოდულის „ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი“ (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) ფარგლებში და „ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით მესამედ ხორციელდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *