12 დეკემბერს, “ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტური თვითმმართველობის ელექტრონული არჩევნები გაიმართა.
პროცესი გამჭირვალედ და სამართლიანად წარიმართა.
სტუდენტური თვითმმართველობის კანდიდატთა შერჩევაში მონაწილეობა ჯამში “ევროპის უნივერსიტეტის“ 441-მა სტუდენტმა მიიღო.
არჩევნების შედეგად, კანდიდატთა შორის კვოტები ყველა ფაკულტეტზე თანაბრად გადანაწილდა.
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები 19 დეკემბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” ელექტრონული არჩევნების წესით დადგენილი პროტოკოლის მიხედვით გაიმართა.
ელექტრონული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა თვითმმართველობის პრეზიდენტი – სამართლის, განათლების, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი კახა ფუტკარაძე.
თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი კი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ გიორგაძე გახდა