საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალი მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმზე „სოკრატული სემინარები“ 9 მოხსენებას წარადგენს

evropis-universitetis-akademiuri-personali-simpoziume-cxra-moxenebas-waradgens

„ევროპის უნივერსიტეტი“ მონაწილეობას იღებს ლუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) მიერ ორგანიზებულ მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმში „სოკრატული სემინარები“, რომელიც 2023 წლის 21 იანვარს ონლაინ ფორმატში ჩატარდება. სიმპოზიუმი „სოკრატული სემინარები“ ეძღვნება მეცნიერული ცოდნის გაზიარებას წამყვან მკვლევრებსა და სტუდენტებს შორის.

ლუბლიანას უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2008 წლიდან იმართება სიმპოზიუმი, რომელშიც მკვლევრების გარდა, სტუდენტებიც იღებენ მონაწილეობას. წლების განმავლობაში სიმპოზიუმმა მიიღო საერთაშორისო ხასიათი. ის აერთიანებს ახალგაზრდა და წამყვან მეცნიერებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და სთავაზობს მათ პლატფორმას სტუდენტებთან ლექციების გაზიარებისა და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვისთვის.

მე-8 სოკრატულ სემინარებზე „ევროპის უნივერსიტეტის“ სამივე ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი მიიღებს მონაწილეობას და ჯამში 9 მოხსენებას წარადგენს. სიმპოზიუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ საკუთარი შრომები MDPI Materials-ში გამოსაქვეყნებლად.

„ევროპის უნივერსიტეტიდან“ წარსადგენი მოხსენებების თემები:

1. Assessment of oral health status among medical students in Georgia
2. Availability of Dental Services for Medical Students in Georgia
3. Cardiac arrhythmias in patients with myocarditis in the post-COVID period
4. Observation on Tuberculosis Preventive Treatment in Georgia
5. Diagnostic and Prognostic Analysis of Serological and Biochemical Markers in Patients with Covid-19: A retrospective study
6. Modern and innovative teaching methods of legal education
7. Canine Dirofilariasis in the South Caucasus and its Pathomorphology
8. Clinical and haematological examination of large horned cattle suffering from theileriosis
9. Implementation of Modern Technologies in Medical Education

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *