29 ნოემბერს „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტური კლუბების სივრცეში მომსახურების ცენტრმა სტუდენტებს კარიერული მასტერკლასი ჩაუტარა.
კარიერული მასტერკლასის ფარგლებში, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ბაქრაძე სტუდენტებს შემდეგ საკითხებზე ესაუბრა:
- რეზიუმეს შედგენის ძირითადი პრინციპები
- LinkedIn პლატფორმის გამოყენება რეზიუმეს შედგენისთვის
- მეილინგის ეტიკეტი
- გასაუბრების ძირითადი თემები
- სამოტივაციო წერილის შედგენის ტექნიკა
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე. ამისათვის იგი გეგმავს და ახორციელებს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა კარიერული მასტერკლასი, ინდივიდუალური კარიერული კონსულტაცია და შეხვედრები დამსაქმებლებთან.
ცენტრი აგრეთვე სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს უზიარებს ინფორმაციას ექსკლუზიური ვაკანსიების, სტაჟირებებისა და დასაქმების ფორუმების შესახებ.