საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

გამოცხადდა საერთაშორისო აკადემიური / ადმინისტრაციული მობილობა მედიცინის მიმართულებით

saertashoriso-akademiuri-administraciuli-mobiloba-medicinis-mimartulebit

“ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს შესარჩევ კონკურსს სრულად დაფინანსებული საერთაშორისო აკადემიური / ადმინისტრაციული მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უტენას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ლიეტუვა), ტოკატ გაზიოსმანფაშა უნივერსიტეტსა (თურქეთი) და მასარიკის უნივერსიტეტში (ჩეხეთი).

მასპინძელი უნივერსიტეტი / სამიზნე აუდიტორია / ადგილების რაოდენობა:

უტენას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა (მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი) – 1 კვოტა

ტოკატ გაზიოსმანფაშა უნივერსიტეტი, თურქეთი (მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი) – 2 კვოტა

მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი (მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური /ადმინისტრაციული პერსონალი) – 2 (1-1) კვოტა

მობილობის პერიოდი: 2022/2023 აკადემიური წელი (7 დღე)

სასტიპენდიო შეთავაზება: სრულად დაფინანსებული

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად:

აკადემიური მობილობისთვის:

1. ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება

განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://www.surveymonkey.com/r/2VDHB7L

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 3 დეკემბერი, 23:59 საათი.

2. გამოცდა ინგლისურ ენაში – დონე C1 (ორშაბათი, 5 დეკემბერი, 12:00 სთ)

3. ინგლისურენოვანი საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ოთხშაბათი, 7 დეკემბერი, 15:00 სთ)

ადმინისტრაციული მობილობისთვის:

1. ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება.

განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://www.surveymonkey.com/r/Q9ZL5XZ

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 3 დეკემბერი, 23:59 საათი.

2. გამოცდა ინგლისურ ენაში – დონე B2 (ორშაბათი, 5 დეკემბერი, 12:00 სთ)

3. ინგლისურ ენაზე ტრენინგ მობილობის გეგმის პრეზენტაცია (ოთხშაბათი, 7 დეკემბერი, 15:00 სთ)

ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 5 გამარჯვებულ აკადემიურ / ადმინისტრაციულ პერსონალს.

საკონკურსო პირობებისა და კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს”.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ / აკადემიურ თანამშრომლებს შეუძლიათ მიმართონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ ელ.ფოსტაზე: international.office@eu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *