“ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს შესარჩევ კონკურსს სრულად დაფინანსებული საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტში (პოლონეთი).
მასპინძელი უნივერსიტეტი: ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი;
მობილობის პერიოდი: 2022/2023 აკადემიური წელი (7 დღე)
სასტიპენდიო შეთავაზება: სრულად დაფინანსებული (მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება და დღიური ნორმა – 140 ევრო)
კვოტა: 3
შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად:
1. ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება
განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://www.surveymonkey.com/r/2BZL98H
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი, 23:59 საათი
2. გამოცდა ინგლისურ ენაში – დონე B2 (ორშაბათი, 5 დეკემბერი, 12:00 სთ)
3. ინგლისურ ენაზე ტრენინგ მობილობის გეგმის პრეზენტაცია (ოთხშაბათი, 7 დეკემბერი, 15:00 სთ)
ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 3 გამარჯვებულ ადმინისტრაციულ პერსონალს.
საკონკურსო პირობებისა და კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს”.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ თანამშრომლებს შეუძლიათ, მიმართონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ ელ.ფოსტაზე: international.office@eu.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს!