5 და 6 დეკემბერს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენინგ კურსი – „ამერიკული სამართლის სისტემა და სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში“.
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების როგორც სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთვრებულებისთვის.
კურსს გაუძღვებიან ამერიკელი მოსამართლე მარკ სპეისერი და ამერიკელი ადვოკატი რობერტ ტრაჩმანი.
დრო: 5 და 6 დეკემბერი, 12:00 საათი
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი (ჯამში კურსის ხანგრძლივობა: 4 საათი)
ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტი (მის.: დ. გურამიშვილის გამზირი #76), ოთახი 506.
ტრენინგ კურსის გავლის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3Xiz40q
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 დეკემბერი
კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების შედეგად, გაიცემა ტრენინგ კურსის წარმატებულად გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი).