2022 წლის 16-20 მაისს “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი თათია დოლიძე რუმინეთში, ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტში აკადემიური ვიზიტით იმყოფებოდა.
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისთვის თათია დოლიძე გაუძღვა ლექციებს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური პოლიტიკისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ. განხილულ იქნა უკრაინაში მიმდინარე ომიც.
აღსანიშნავია, რომ ლექციებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა, “ევროპის უნივერსიტეტში” საერთაშორისო სემესტრული მობილობის სურვილი გამოთქვეს და შესაბამისი განაცხადებაც გააკეთეს.
ვიზიტის ფარგლებში, თათია დოლიძემ პროფესიული კონტაქტები დაამყარა ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელთან, ასისტენტ პროფესორ მიჰაი მურარიუსთან და ამავე პროგრამის ლექტორთან, ასისტენ პროფესორ ვლად ბოტგროსთან.
თათია დოლიძის საქართველოში დაბრუნების შემდგომ, კოლეგებმა დაგეგმეს და წარმატებით განახორციელეს “ევროპის უნივერსიტეტისა” და ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტის ერთობლივი საჯარო ვებინართა ციკლი, რომელმაც ქართველი და რუმინელი სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.