ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 14 საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს, რომლებმაც 2021-22 წლის გაზაფხულის სემესტრში ყველა სასწავლო კურსში მიიღეს A შეფასება, სტიპენდია დაენიშნათ.
სტუდენტები აღნიშნულ სტიპენდიას ყოველთვიურად, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე (5 თვის ვადით), მიიღებენ.