ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტურ შესარჩევ კონკურსს ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
მასპინძელი უნივერსიტეტი: ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი
სამიზნე საგანმანათლებლო პროგრამები: ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა, მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2022/2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი, 5 თვე
სასტიპენდიო შეთავაზება: უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია.
კვოტა: 2 (1-1)
შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად.
შესარჩევი კონკურსის ეტაპები:
1. გამოცდა ინგლისურ ენაში – დონე B2 (ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი, 15:00 სთ)
წერითი გამოცდა ჩატარდება Moodle-ის პლატფორმაზე, ხოლო ზეპირი – Zoom-ის გამოყენებით.
შენიშვნა: თუ სტუდენტი წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორიცაა IELTS, TOEFL, Cambridge, მაშინ მას არ უწევს აღნიშნული ტესტის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ იღებს მისი სასერტიფიკატო გამოცდის ქულას, რომელიც უნდა შეესატყვისებოდეს CEFR-ის სტანდარტით მინიმუმ B2 დონეს.
2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე (ორშაბათი, 31 ოქტომბერი, 15:00 სთ)
გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.
შეფასების ელემენტები:
მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.
სამშაბათს, 1 ნოემბერს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულს მქონე 2 გამარჯვებულ სტუდენტს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა უნდა შეავსონ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/cnnU2s6ZuAsPtZgu7
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი, შუადღის 16:00 საათი.
საერთაშორისო მობილობისთვის კონკურსის გზით სტუდენტთა შერჩევის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს”.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ ელ.ფოსტაზე: international.office@eu.edu.ge