„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტს“ (აზერბაიჯანი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის უნივერსიტეტი“ და „ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი“ ერაზმუს მუნდუსის საერთაშორისო პროექტის – „ნელი ტურიზმის მენეჯმენტის“ (STM) – ფარგლებში უკვე თანამშრომლობენ. მემორანდუმზე ხელმოწერით კი, მხარეები პროექტს მიღმა პარტნიორობის გაფართოებაზე გამოთქვამენ მზადყოფნას.
„ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი“ ფლობს არაერთ ლაბორატორიას, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკა-დანადგარით და ტექნოპარკს, სადაც სტუდენტებს საკუთარი სტარტაპების წამოწყება შეუძლიათ.