სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

evropis-universitetis-saveterinaro-medicinis-fakultetis-studentebtan-sainformacio-shexvedra-gaimarta
“ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა.

სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილი, ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფიო ხუნდაძე, სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, საერთაშორიო ურთიერთობების სამსახურის, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ცენტრის წარმომადგენლები, ფაკულტეტის დეკანი ვაჟა ქვაჭრელიშვილი და პროგრამის ხელმძღვანელები – ნინო მილაშვილი და მაია კერესელიძე.

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • შეხვედრაზე ისაუბრეს საგანმანათლებლო პროგრამასთან და სილაბუსთან დაკავშირებით. სტუდენტებს გააცნეს სტუდენტის ცოდნის შეფასების  სისტემა, ასევე ისაუბრეს სასწავლო კურსების მრავალფეროვნებასა და სტუდენტის მიერ მისთვის ხელსაყრელი ალტერნატივის არჩევის შესაძლებლობის შესახებ;
  • განიხილეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა და  საუნივერსიტეტო ბაზებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დეტალები. ძირითადი აქცენტი გაკეთდა  სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაზე, რომლის საშუალებითაც სტუდენტს შეუძლია გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია საგნებზე, დაგეგმოს და ჩაერთოს სასწავლო პროცესში, მიიღოს ინფორმაცია ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების შესახებ და ა.შ. ;
  • სტუდენტები გაეცნენ მათი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმებს/უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის საგამოცდო ნაშრომის გასაჩივრების წესს და პროცედურას. ასევე, განხილულ იქნა დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წესი და პროცედურა;
  • სტუდენტები გაეცნენ სტუდენტური ცხოვრების და კარიერული განვითარების მიმართულებით უნივერსიტეტის მხრიდან  განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ  სხვადასხვა აქტივობას, რაც ხელს უწყობს სტუდენტის  კარიერული უნარების განვითარებას;
  • სტუდენტები გაეცნენ გაცვლითი პროგრამებსა და  საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობის პროცედურას რაც  მათ აძლევთ შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ისწავლონ და გახდნენ კონკურენტუნარიანნი დასაქმების ბაზარზე.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის გაცნობითი ტური ჩატარდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *