ევროპის უნივერსიტეტში WELCOME კვირეული გრძელდება
21
Sep
კვირეულის მესამე დღე, რომელიც სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში ადაპტაციას ემსახურება, ხატვის მასტერკლასს დაეთმო. პირველკურსელებმა შეისწავლეს აკვარელით ხატვა და თავად შეასრულეს ნამუშევრები. მასტერკლასს მარიამ ბარათაშვილი და დანიელ ნოზაძე უძღვებოდნენ.
დღის ბოლოს რიჩარდ ლაგრავენესის ფილმის „თავისუფლების მწერლები“ კინოჩვენება გაიმართა.