მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე, შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრა
2022 – 2023 წელს, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა შეფასების მიზნით დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრა (იხილეთ დანართი N1)
უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ესსე) ჩაბარების საფუძველზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტებს, რომელთაც უნივერსიტეტისთვის გამოყოფილ დასაფინასებელ პირთა ადგილების ფარგლებში თანაბარი ჩარიცხვის და დაფინანსების უფლება აქვთ მოპოვებული (ბოლო დასაფინანსებელ ადგილზე თანაბარი ქულა აქვს მიღებული ორ ან მეტ აპლიკანტს), დასაფინანსებელ პირთა სიაში გათვალისწინებულ იქნება აპლიკანტი, რომელსაც საგნის გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი ქულა.
თუ უნივერსიტეტისთვის გამოყოფილ დასაფინასებელ პირთა ადგილების ფარგლებში თანაბარი ჩარიცხვის და დაფინანსების უფლება აქვს მოპოვებული ორ ან მეტ აპლიკანტს (ბოლო დასაფინანსებელ ადგილზე თანაბარი ქულა აქვს მიღებული ორ ან მეტ აპლიკანტს) და ამავდროულად საგნის გამოცდაზე აქვთ მიღებული თანაბარი ქულა, კომისია უზრუნველყოფს მათთან დამატებითი გამოცდის ჩატარებას.
გამოცდის ჩატარების ფორმატი, შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.
დასაფინანსებელ პირთა სიაში გათვალისწინებულ იქნება აპლიკანტი, რომელსაც უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ დამატებით გამოცდაზე მიღებული ექნება უფრო მაღალი ქულა.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ესსე) მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 50 %-ს + 1