ევროპის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ აბიტურიენტთა საბუთების მიღება იწყება
საბუთების მიღება, სასწავლო ბაზაზე რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდება 2022 წლის 1 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით.
საბუთების მიღება იწარმოებს ადმინისტრაციული კორპუსის სტუდენტურ სივრცეში. მის: გურამიშვილის N76. ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
გთხოვთ, რეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი;
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
- გთხოვთ, საბუთების შემოტანის დროს თან იქონიოთ სწავლის საფასურის 1/10 ნაწილის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საბანკო რეკვიზიტები იხილეთ თანდართულ ფაილებში..
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასწრულწლოვანია, გთხოვთ, მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონოთ:
- მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
- მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მიმაგრებული ფაილები: