სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღება განხორციელდება 29 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით
-
მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა – სწავლის საფასური 2500 ლარი.
-
განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა – სწავლის საფასური 3000 ლარი.
თითოეულ პროგრამაზე ადგილების რაოდენობა შეადგენს 20.
სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობებია:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორი სოსერტიფიკატი (CEFR B2, IELTS exam – 5.5, BEC exam and CELS exam – Vantage, Cambridge exam – FCE, TOEIC – 785, TOEFL iBT – 72, TOEFL ITP – 543);
- გასაუბრება სპეციალობაში.
გამოცდები ჩატარდება ორ ნაკადად:
I ნაკადი (იმ პირებისთვის, ვინც საბუთებს შემოიტანს 29 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით):
უცხო ენის გამოცდა – 7 სექტემბერი;
• უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
• სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა – 9 -10 სექტემბერი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი.
გასაუბრება სპეციალობაში – 13 სექტემბერი;
• შედეგების გამოცხადება – 14 სექტემბერი;
• სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა – 14 -15 სექტემბერი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი.
II ნაკადი (იმ პირებისთვის, ვინც საბუთებს შემოიტანს 7 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით)
უცხო ენის გამოცდა – 19 სექტემბერი;
• უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 21 სექტემბერი;
• სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა – 21-22 სექტემბერი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება – 23 სექტემბერი.
გამოცდა სპეციალობაში – 26 სექტემბერი;
• შედეგების გამოცხადება – 27 სექტემბერი;
• სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა – 27-28 სექტემბერი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება – 29 სექტემბერი;
საბოლოო შედეგების გამოცხადება – 29 სექტემბერი;
ხელშეკრულების გაფორმება – 30 სექტემბერი – 1 ოქტომბერი.
გთხოვთ, რეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
როგორც ადგილზე: ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე ოთახი №103, ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე (გარდა შესვენებისა – 14:00 – 15:00 საათი). მის: გურამიშვილის გამზირი № 76.
ისე ელ ფოსტაზე: info@eu.edu.ge, ან დარეგისტრირდით ონლაინ : https://eu.edu.ge/ol/apply/
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ; უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი;
- ფოტო-სურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვაჟების შემთხვევაში;
- სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ბარათი.
შენიშვნა: გასაუბრება სპეციალობაში ჩატარდება Zoom პლატფორმის მეშვეობით (ონლაინ რეჟიმში).
საკონტაქტო პირი: სასწავლო პროცესის მენეჯერი ლიკა ლომსაძე 577 489 692