მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული ასისტენტ-პროფესორი 5 თვის განმავლობაში ჰარვარდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

evropis-universitetis-afilirebuli-asistent-profesori-5-tvis-ganmavlobashi-harvardis-universitetshi-imyofevoda

“ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ნათია ქარუმიძე  ფულბრაიტის აკადემიური პერსონალის განვითარების პროგრამის ფარგლებში 5 თვის განმავლობაში ჰარვარდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

პროგრამა მიზნად ისახავდა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სასწავლო პროცესში მონაწილე პროფესორების მიერ  ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეთათვის კურიკულუმის/სილაბუსის განვითარების გამოცდილების გაზიარებასა და სასწავლო პროცესში მის დანერგვას, მიკრობიოლოგიის სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და მეთოდების განხილვას.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის 2021-22 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში მიკრობიოლოგიის სასწავლო კურსზე დასწრების გარდა, ნათია ქარუმიძე ასევე  მონაწილეობდა  ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ოფთალმოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის  მიმდინარე კვლევებში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *