“ევროპის უნივერსიტეტში” შიდა მობილობა დაიწყო:
“ევროპის უნივერსიტეტში”, 2022 – 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წლის 1 სექტემბრიდან – 8 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება.
“ევროპის უნივერსიტეტში” შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:
სამართლის, განათლების, ბიზნესისა დატექნოლოგიების ფაკულტეტი:
ა) სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია I, III, V და VII სასწავლო სემესტრებზე;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია I, III და V სასწავლო სემესტრებზე;
გ) ბიზნესს ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა- 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია I, III, V და VII სასწავლო სემესტრებზე;
დ)ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა -10 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია I, III და V სასწავლო სემესტრებზე;
ე) ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა -5 ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია I სასწავლო სემესტრზე;
ვ) ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I,II, III, IV, V და VI სასწავლო სემესტრებზე.
2. მედიცინის ფაკულტეტი:
ა) დიპლომირებული მედიკოსის(ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანამანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;
ბ)სტომატოლოგიის(ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;
გ)დიპლომირებული მედიკოსის(ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანამანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი,შიდა მობილობა გამოცხადებულია I, II, III, IV, V და VI სასწავლო სემესტრებზე;
დ)სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი,შიდამობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე.
სწავლის საფასური:
მედიცინის ფაკულტეტზე დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვან) ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის წლიური სწავლის საფასური შეადგენს 5000 დოლარს (ექვივალენტი ლარში);
სტომატოლოგის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის წლიური სწავლის საფასური შეადგენს 4000 აშშდოლარს (ექვივალენტი ლარში);
დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანამანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის წლიური სწავლის საფასური შეადგენს 4500 ლარს;
სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის წლიური სწავლის საფასური შეადგენს 3500ლარს.
შენიშვნა: ერთი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამიდან მეორე საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის სწავლის საფასური განისაზღვრება მათთან გაფორმებული საგანმანათლებლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების ოდენობით.
მიმაგრებული ფაილები:
რექტორის ბრძანება.pdf
დანართი 1 (1).docx