საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

თათია დოლიძის სამეცნიერო კონტრიბუცია ატლასის მე-9 საერთაშორისო სოციალურ მეცნიერებათა კონგრესზე

tatia-dolidzis-samecniero-kontribucia-atlasis-mecxre-saertashoriso-socialur-mecnierebata-kongresze

2022 წლის 9 ივლისს, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი თათია დოლიძე, ატლასის მე-9 საერთაშორისო სოციალურ მეცნიერებათა კონგრესზე მოხსენებით წარსდგა.

სამეცნიერო კონგრესს ხაენის უნივერსიტეტი (ბარსელონა, ესპანეთი) მასპინძლობდა, იკსადის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტთან (ანკარა, თურქეთი) თანამშრომლობით.

თათია დოლიძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე წარადგინა ნაშრომი სახელწოდებით   „ჩვენ” „სხვების“ წინააღმდეგ: ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოს გზები ევროპისკენ“, რომელიც აღნიშნული ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის ისტორიის კონსტრუქტივისტულ ანალიზსს გვთავაზობს.  

აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორებმა კონგრესზე, მომხსენებლის გარდა, თათია დოლიძეს სესიის მოდერატორის როლიც შესთავაზეს და ევროპის უნივერსიტეტის სახელით, იგი მე-2 თემატურ სესიას ხელმძღვანელობდა.

თათია დოლიძის კვლევის აბსტრაქტი ელექტრონულად ხელმისაწვდომია კონგრესის წიგნში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *