ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე არსებული სამართლებრივი დახმარების ცენტრის ორგანიზებით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ეროვნული შეჯიბრი ჩატარდა.
იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების, სამართლის საბაკალავრო პროგრამის II-IV კურსის სტუდენტებისაგან შემდგარმა გუნდებმა მიიღეს. იმიტირებული პროცესი წარმართეს ავტორიტეტულმა ექსპერტებმა ლევან მესხორაძემ და თათია დოლიძემ.
შეჯიბრის ფარგლებში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში. ფინალურ ეტაპპზე ერთმანეთს შეხვდნენ ევროპის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები. გამარჯვებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები და სიმბოლური პრიზები.