სხვა სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია – “საერთაშორისო სამართალი ომის პირისპირ” გაიმართა

saertashoriso-konfeencia-saertashoriso-samartali-omis-pirispir-gaimarta
სასტუმრო “თბილისი მერიოტში” ევროპის უნივერსიტეტი / European University  ს სამართლის ინსტიტუტი, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან Ambassade de France en Géorgie  თანაორგანიზებით, მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ყველაზე აქტუალურ თემას – უკრაინაში ომის მიმდინარეობას და მის საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას მიეძღვნა და განკუთვნილი იყო როგორც სამართლის, ასევე აღნიშნულ თემაზე მომუშავე საჯარო პოლიტიკის სფეროს წარმომადგენლებისათვის.

საერთაშორისო კონფერენციაში საფრანგეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ნინო ტალიაშვილი, ასევე იურისტები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, მთავრობის ოფიციალური პირები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატი, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტმა სპეციალურად ამ დღისთვის წიგნი – “შედარებითი სისხლის სამართალი” გამოსცა.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მსოფლიოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები სამართლებრივ ჭრილში განეხილათ და პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრათ.

მიმაგრებული ფაილები:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *