7-8 ივლისს, ევროპის უნივერსიტეტმა ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტთან (რუმინეთი) თანამშრომლობით გამართა საერთო ონლაინ ვებინართა სერია საერთაშორისო ურთიერთობებითა და პოლიტიკით დაინტერესებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
მოხსენებები შეეხებოდა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს: “რუსული საინფორმაციო პოლიტიკის ანატომია საქართველოში”; “რეალიზმი და მორალი ევროკავშირისსაგარეო პოლიტიკის შემუშავებაში. უკრაინისა და საქართველოს ქეისები”; “ღია საზღვაო პოლიტიკა და კონტინენტური ავტოკრატიები. შავი ზღვის ფოკუსი” და “პრორუსული დისკურსების სახელმძღვანელო რუმინეთის პოლიტიკაში”.
უნდა აღინიშნოს, რომ ვებინარებზე ევროპის უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტისა და ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი და აკადემიური პერსონალი დარეგისტრირდა.
დისკუსიის ბოლოს, სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან.