სხვა სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში“ HORIZON EUROPE-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

evropis-universitetshi-horizon-europe-sagranto-opisi-gaikhsna

ევროპის უნივერსიტეტი პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა.  საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.

საგრანტო ოფისის ფუნქცია იქნება ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

“Horizon Europe“-ის ოფისის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ახალი საგრანტო ოფისი მკვლევრებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, აქტიურად იყვნენ ჩართული სამეცნიერო მიმართულებით ყველა იმ პროექტში, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით განხორციელდება და ისარგებლონ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

საზეიმო გახსნის ღონისძიებაში, ასევე მონაწილეობა მიიღეს ევროპის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ლაშა კანდელაკიშვილმა, რექტორმა ნინო ტალიაშვილმა, ვიცე-რექტორმა თამარ ზარგინავამ,  შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანმა, ევროპის უნივერსიტეტში საგრანტო ოფისის კოორდინატორმა ეკა კოხრეიძემ, უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *