“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, სტუდენტური კლუბების სივრცეში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრებაში ორმოცამდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
საინტერესო და დაძაბული შეხვედრების შემდეგ გამოვლენილ საპრიზო ადგილებზე გასულებს საჩუქრები გადაეცათ.
პირველ ადგილზე “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი შოთა ქებულაძე გავიდა, მას “სითი მოლის” 150-ლარიანი ვაუჩერი, სერტიფიკატი და მედალი გადაეცა.
მეორე ადგილოსანი ინდოელი სტუდენტი ანკიტ კარნავათი გახდა, რომელმაც “სითი მოლის“ 100-ლარიანი ვაუჩერი, სერტიფიკატი და მედალი მიიღო, მესამე საპრიზო ადგილზე გასულ დაბას ჯატინს კი “სითი მოლის” 50-ლარიანი ვაუჩერი, სერტიფიკატი და მედალი ერგო.