“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტზე პლაგიატის აღმოჩენისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ პროგრამის ხელმძღვანელებისა და შესაბამისი სასწავლო კურსების განმახორციელებელი პერსონალისათვის მორიგი შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელის მიერ განხილული იყო პლაგიატის ამომცნობი ელექტრონული პროგრამის Turnitin-ის (ტურნიტინი) გამოყენების და სტუდენტთა წერილობითი ნამუშევრების პლაგიატის პროგრამაში გადამოწმებისა და რეაგირების სემესტრული ანგარიშების წარდგენის საკითხი.