სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ პირთათვის მისაღები (შიდა) უცხო ენის გამოცდის შეფასების კრიტერიუმები და ზღვრები

evropis-universitetis-menejmentis-samagistro-programaze-scavlis-gagrdzelebis-msurvel

თემატიკა სპეციალობაში  გასაუბრებისათვის

თემატური საკითხები შერჩეულია ბიზნესის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგის და ფინანსური მენეჯმენტის საკვანძო თემების მიხედვით.

  1. ბიზნესი:
  • ბიზნესის არსი,  ადგილი, როლი და მნიშვნელობა,  ბიზნესის მიზნები და ამოცანები
  • ბიზნესის სახეები, ბიზნესის ორგანიზაციულსამართლებრივი და სტრუქტურული ფორმები
  • ბიზნესის გარემო: სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კულტურული გარემო და ბიზნესის წარმართვის თავისებურებანი
  • ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
  • ბიზნესი და სახელმწიფო: ბიზნესში ჩართული სუბიექტები,  ეკონომიკური ძალები, სახელმწიფოს როლის ბიზნესის რეგულირებაში
  • საერთაშორისო ბიზნესი და ეროვნული სახელმწიფოს კონცეფცია; საერთაშორისო ბიზნესის დაწყების გზები და ღონისძიებები
  1. ეკონომიკის პრინციპები:
  • ეკონომიკურ განვითარებაზე მოქმედი გარე ფაქტორები; ეკონომიკის პრობლემები; სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციები, მიკრო და მაკროეკონომიკის შედარებითი დახასიათება
  • ეკონომიკური მოდელები
  • მომხმარებლები, მწარმოებლები და ბაზრის ეფექტიანობა; მიწოდებისა და მოთხოვნის საბაზრო ძალები, ელასტიურობა და მისი გამოყენება
  • კონკურენცია, მონოპოლია და ოლიგოპოლია
  • გარეგანი ეფექტები,  საზოგადოებრივი საქონელი და საერთო რესურსები
  • წარმოების დანახარჯები,  წარმოების ფაქტორთა ბაზრები
  • გამომუშავება და დისკრიმინაცია, შემოსავლების უთანასწორობა და სიღარიბე
  • მომხმარებლის  არჩევანის თეორია
  • მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ცხოვრების ღირებულების გამოთვლა
  • ეკონომიკა გრძელვადიან პერიოდში: წარმოება და ეკონომიკური ზრდა
  • დანაზოგები, ინვესტიციები და ფინანსური სისტემა, ფინანსების ძირითადი იარაღი
  • ღია ეკონომიკის მაკროეკონომიკა  და მაკროეკონომიკური თეორია
  • უმუშევრობა, ინფლაცია, მონეტარული სისტემა, ფულის მიწოდება და ფულზე მოთხოვნა; ერთობლივმოთხოვნაზემონეტარულიდაფისკალურიპოლიტიკისგავლენა
  • ეკონომიკური რყევები მოკლევადიან პერიოდში; მოკლევადიანი პერიოდის ალტერნატივა ინფლაციასა და უმუშევრობას შორის
  1. ფინანსები
  • ფინანსების არსი და ფუნქციები, ფინანსური პოლიტიკის შინაარსი და პრინციპები
  •  ფინანსური სისტემა: სფეროები და რგოლები
  • ფინანსური ინსტიტუტების სახეობები
  • ფინანსური ბაზარი. მისი როლი ფინანსური რესურსების მობილიზაციასა და განაწილებაში
  •  საჯარო ფინანსების არსი და მოქმედების სფერო
  •  სახელმწიფო შემოსავლების განაწილება
  • კორპორაციათა ფინანსების არსი, ფუნქციები და ორგანიზაციის პრინციპები
  • ფინანსური ანალიზის და დაგეგმვის ინსტრუმენტები
  • გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ფინანსირება
  1. მარკეტინგი:
  • მარკეტინგის არსი, მისი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში
  • მარკეტინგისმართვა: მარკეტინგისმართვისძირითადიკონცეფციები
  • მომხმარებლის მიერ ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი
  • ბიზნესშესყიდვის პროცესი
  • მიზნობრივი სეგმენტის შერჩევის სტრატეგიები: მარკეტინგული საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვა, მარკეტინგული გარემოს გამოკვლევა და მარკეტინგული ინფორმაციის სიტემა, ბაზრისა და მომხმარებელთა ტიპების გამოკვლევა, ბაზრის სეგმენტაცია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა
  • საქონელი და სასაქონლო პოლიტიკა, ფასი და საფასო პოლიტიკა, გასაღების პოლიტიკა
  • მომსახურების მარკეტინგი
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
  1. მენეჯმენტი:
  • მენეჯმენტის არსი, მიზნები, ამოცანები, პრინციპები, მეთოდები და ფუნქციები
  • ორგანიზაცია და გარემო:  არსი,  ძირითადი მახასიათებლები; ორგანიზაციის  ინტერნალური  და ექსტერნალური გარემო, ზემოქმედი ფაქტორები, მათი ურთიერთკავშირი და გავლენა; ორგანიზაციის შიდა და გარე შესაძლებლობების შეფასება:
  • მენეჯმენტის ფუნქცია- დაგეგმვა: არსი, მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნეს-კომპანიისათვის; სტრატეგიული დაგეგმვისა და  სტრატეგიული გადაწყვეტილების მომზადება-მიღება, სტრატეგიული პორტფელის ფორმირებასთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიებები
  • მენეჯმენტის ფუნქცია – ორგანიზება: უფლებამოსილებათა განსაზღვრისა და ორგანიზაციის დიზაინისას გასათვალისწინებელი ფაქტორები
  • ადამიანური რესურსის მართვა: არსი, მიზნები, ფუნქციები, მიმართულებები და ღონისძიებები; პერსონალის დაგეგმვის, მოზიდვის, შერჩევის, განთავსების, განვითარებისა და შეფასების პროცესი, პროცედურები და ღონისძიებები
  • დასაქმებულთა სტიმულირება და მოტივირება: არსი, სპეციფიკა, მნიშვნელობა ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობისათვის
  • ლიდერობ და გუნდის მართვა: არსი და მნიშვნელობა, ლიდერის მახასიათებლები, გუნდის ფორმირება-განვითარების ეტაპები, ორგანიზაციული ქცევა და ლიდერობის სტილები; ორგანიზაციულიკულტურის  არსიდამნიშვნელობა
  • მენეჯმენტის ფუნქცია – კონტროლი: კონტროლის არსი, სახეები, მათი დანიშნულება; კონტროლის პროცესის ეტაპები.
  • დამაკავშირებელი პროცესი: საორგანიზაციო კომუნიკაცია, ინფორმაციის ნაკადის მართვა და გადაწყვეტილებების შემუშავება-მიღება

რეკომენდირებული სახელმძღვანელო ლიტერატურა სპეციალობაში გასაუბრებისათვის:

  1. შენგელია თ., ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები. თბ., 2018წ. (ელ.რესურსი ხელმისაწვდომია შემდეგ ელ-მისამართზე: http://bpa.ge/book/book95.pdf )
  2. მენქიუ . ეკონომიკის პრინციპები, თბ. 2008 . (იხილეთ ელ.რესურსი)
  3. ვანჰორნი ჯ., ვაჰოვიჩი ჯ., ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები, თბ., 2008.
  4. არმსტრონგი გკოტლერი ფ., მარკეტინგის საფუძვლები, თბ., 2014. (ელ.რესურსი ხელმისაწვდომია შემდეგ ელ-მისამართზე:  https://elibrary.sou.edu.ge/ge/books/marketing-an-introduction-7-e/229 )
  5. რობინსი ს., კოულტერი მ., მენეჯმენტი.მე 12 გამოც. თარგმ, თსუ,  2019

საკითხის გადმოცემისას აპლიკანტის მიერ გამოვლენილი ცოდნა-უნარების შეფასების კრიტერიუმები:

  • 20 ქულა: საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ჩანს განსახილველი თემის ფარგლებში საკვანძო საკითხების სიღრმისეულად ცოდნა. ტერმინოლოგია დაცულია. აპლიკანტი ზედმიწევნით კარგად ფლობს სპეციალობაში გასაუბრებისათვის გათვალისწინებულ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული თემატიკის დამუშავებისათვის რეკომენდებული ლიტერატურა, ამასთან გამოყენებული აქვს დამატებით მოძიებული წყაროები. აპლიკანტს თავისუფლად შეუძლია კომპე­ტენ­­ციების წარ­მო­ჩენა და განსახილველ თემასთან დაკავშირე­ბულ დისკუსიაში მო­ნა­წი­ლეობა, დამაჯერებელი არგუმენ­ტების მოყვანა და თა­ვი­სი მოსაზრებების დაცვა, ავლენს დასმულ შეკითხვის არსის სიღრმისეული და კომპლექსური გააზრების უნარს.
  • 16-19 ქულა: საკითხი სწორად არის გადმოცემული; ჩანს განსახილველი თემის ფარგლებში საკვანძო საკითხების ცოდნა, თუმცაღა, ცალკეული მოსაზრებები/მსჯელობები მეტ-ნაკლები სიღრმითაა გადმოცემული. გამოყენებული ტერმინოლოგია გამართულია, არსებითი შეცდომა არ არის. აპლიკანტი ფლობს სპეციალობაში გასაუბრებისათვის გათვალისწინებულ  მასალას, ათვისებული აქვს რეკომენდებული ლიტერატურა. აპლიკანტი ახერხებს კომპე­ტენ­­ციების წარ­მო­ჩენას და განსახილველ თემასთან დაკავშირე­ბულ დისკუსიაში მო­ნა­წი­ლეობას, დამაჯერებელი არგუმენ­ტების მოყვანას და თა­ვი­სი მოსაზრებების დაცვას. ავლენს დასმული კითხვის არსის სხვადასხვა ასპექტით გააზრების უნარს, თუმცა პასუხს აკლია აპლიკანტის დარწმუნებულობა.
  • 11-15 ქულა: საკითხი არ არის ამომწურავად გადმოცემული; ფორმულირებული მოსაზრებებიდან/მსჯელობებიდან იკვეთება, რომ აპლიკანტი ნაწილობრივ ფლობს სპეციალობაში გასაუბრებისათვის გათვალისწინებულ მასალას და ზედაპირულად გაეცნო რეკომენდებულ ლიტერატურას; ზედაპირულად იაზრებს თემის ფარგლებში განსახილველ საკვანძო საკითხ(ებ)ს; გამოყენებული ტერმინოლოგია მეტ-ნაკლებად გამართულია, ზოგიერთი განმარტებისას დაშვებულია მცირედი  უზუსტობა/უზუსტობები; აპლიკანტს შეუძლია კომპე­ტენ­ციების წარმოჩენა და თე­მა­­თან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწი­ლეო­ბა, თუმცა, დასმული შეკითხვას მხოლოდ კონკრეტული ასპექტიდან გაიაზრებს, პასუხი ზედაპირულია/შეკვეცილია/ნაწილობრივ სწორია, დასაბუთებას აკლია სიღრმე და დამაჯერებლობა/ დაზუსტება.
  • 6-10 ქულა: საკითხი გადმოცემულია ნაწილობრივ, აპლიკანტი ზოგადად მიმოიხილავს თემის ფარგლებში განსახილველი საკვანძო საკითხ(ებ)ის ცალკეულ ასპექტებს; ფორმულირებული მსჯელობებიდან/მოსაზრებებიდან/განმარტებებიდან იკვეთება, რომ მას არასაკმარისად აქვს ათვისებული სპეციალობაში გასაუბრებისათვის გათვალისწინებული მასალიდან საკვანძო საკითხები და მათი დამუშავებისათვის რეკომენდებული ლიტერატურა; ფრაგმენტულად იაზრებს განსახილველ საკვანძო საკითხ(ებ)ს; ზოგიერთ შემთხვევაში ცალკეულ ასპექტებზე მსჯელობისას/განმარტებისას/დასაბუთებისას დაშვებულია არსებითი ხარვეზ(ებ)ი;/ აპლიკანტი მეტ-ნაკლები დონით და ხარისხით ავლენს  მინიმალურ კომპეტენციას, შეფერხებით მონაწილეობს დის­კუ­სიაში, ზერელედ/ფრაგმენტულად გაიაზრებს დასმული შეკითხვის არსს, შესაბამისად, მასზე პასუხი ბუნდოვანია/ წინააღმდეგობრივია.
  • 1-5 ქულა: საკითხის გადმოცემულია ძალზედ ფრაგმენტულად, აპლიკანტი კონტექსტიდან ამოგლეჯილად მიმოიხილავს თემის ფარგლებში განსახილველ საკითხ(ებ)ს / ზოგიერთ ასპექტს; ამასთან, მოსაზრებების/მსჯელობის გადმოცემისას აღინიშნება მნიშვნელოვანი შეცდომა; გამოყენებული ტერმინოლოგია შეიცავს უზუსტობებს/ხარვეზებს /ან არ არის შესაბამისი; აპლიკანტს არასაკმარისად აქვს ათვისებული სპეციალობაში გასაუბრებისათვის გათვალისწინებული მასალიდან ელემენტარული საკითხები და მათი დამუშავებისათვის რეკომენდებული ლიტერატურა. აპლიკანტს უჭირს სავალდებულო მინიმალური კომპეტენციის წარმოჩენა, თითქმის ვერ მო­­ნაწილეობს დის­კუ­სიაში, უჭირს დასმული შეკითხვის არსისა და მასზე ლოგიკური პასუხის გააზრება.
  • 0 ქულა:  აპლიკანტი  მოუმზადებელია სპეციალობაში გასაუბრებისათვის, საკითხის გადმოცემისას მინიმალურ დონეზეც ვერ ავლენს სპეციალობაში გასაუბრებისათვის გათვალისწინებული  მასალიდან ელემენტარული საკითხების გარშემო ცოდნას; გამოყენებული ტერმინოლოგია/წარმოდგენილი მოსაზრებები არსებითად მცდარია / საკითხის შესაბამისი არ არის; ან საკითხი  საერთოდ არ არის განხილული/კითხვა უპასუხოდაა დატოვებული.

გამოცდა სპეციალობაში ჩაბარებულად ითვლება თუ აპლიკანტი მიიღებს საერთო შეფასების  არანაკლებ  50%+1 ქულას.

      გასაუბრების ხანგძლივობა 15 წუთი.

გამოცდა ინგლისურ ენაში

გამოცდა ინგლისურ ენაში ამოწმებს B2 დონის ფლობას ოთხივე ენობრივი უნარ-ჩვევის მიხედვით (წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა).

გამოცდის მაქსიმალური შეაფსებაა 100 ქულა.

თითოეული კომპონენტის მაქსიმალური შეფასებაა 25 ქულა.

გამოცდა ტარდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი – საუბრის მოდული (Speaking Module).   ტარდება გამომცდელთან ერთი–ერთზე ინტერვიუს სახით პირისპირ.

საუბრის კომპეტენცია ფასდება აპლიკანტისთვის B2 დონის შესაბამისი 5-6 შესაბამისი კითხვისა და სადისკუსიო თემის შეთავაზებით. გამოცდის ხანგრძლივობაა 15 წუთი.

მეორე ეტაპი – ტესტი (ტარდება წერითი ფორმით) ამოწმებს კანდიდატის სამ ძირითად ენობრივ უნარს:  კითხვა, მოსმენა  და წერა.

კითხვის კომპეტენცია

კითხვის დავალების შემთხვევაში მოცემულია ტექსტი და ტექსტის გასაგებად საჭირო 10 დახურული კითხვა.

მოსმენის კომპეტენცია

მოსმენის კომპონენტი მოიცავს დახურული კითხვების მქონე ორ დავალებას.

პირველი დავალების შემთხვევაში, აპლიკანტი ერთხელ მოისმენს შესაბამის დავალებას.

მეორე დავალების შემთხვევაში, აპლიკანტი ორჯერ მოისმენს შესაბამის დავალებას.

წერის კომპეტენცია

წერის კომპონენტი მოიცავს ესეის დავალებას.  აპლიკანტი მოცემული რამდენიმე ვარიანტიდან ირჩევს ერთ ესეის, რომელიც 150-180 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს.

კომპონენტების შეფასების კრიტერიუმები აღწერილია ევროპის უნივერსიტეტში მოქმედი ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესში, გვ. 25-32 (https://eu.edu.ge/ge/legal-acts)

გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ აპლიკანტი დააგროვებს მინიმუმ 50% + 1 ქულას, ანუ 51 ქულას ოთხივე კომპონენტიდან.

ინგლისურ ენაში გამოცდის ხანგრძლივობა: 2 საათი

კომპლექსური გამოცდა სპეციალობაში:

საგამოცდო ბილეთი შედგება ორი ნაწილისგან:

3 სიტუაციური ამოცანა/ქეისი

20 დახურული ტესტი

საგამოცდო ბილეთი მოიცავს ტესტურ კითხვებს კომპლექსურ გამოცდაში შემავალი ყველა სასწავლო კურსიდან (ბიზნესის საფუძვლები, ეკონომიკის პრინციპები, ფინანსური მენეჯმენტი, მენეჯმენტის და მარკეტინგის საფუძვლები).

გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 40 ქულით:

ტესტის კომპონენტის მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა, თითოეულ  ტესტზე პასუხის მაქსიმალური შეფასება  –  0,5 ქულა:

სწორი პასუხი ფასდება 0.5 ქულით

არასწორად მონიშნული/შეუვსებელი პასუხი ფასდება 0 ქულით.

სიტუაციური ამოცანის/ქეისის მაქსიმალური შეფასებაა 30 ქულა, თითოეული სიტუაციური ამოცანა / ქეისი ფასდება 10 ქულით.

საგამოცდო ბილეთში შემავალი  სიტუაციური ამოცანები/ქეისები შეთავაზებული იქნება ბიზნესის, მენეჯმენტისა და მარკეტინგის საფუძვლების სასწავლო კურსებიდან.

ქეისის ანალიზისას შეფასების ქულების განაწილება და კრიტერიუმები:

10 ქულა: აპლიკანტი ყურადღებით გაეცნო პრობლემურ სიტუაციაში აღწერილ ინფორმაციას; ზედმიწევნით დეტალურად გაანალიზა დასმული საკითხები; სრულყოფილად მოახდინა პრობლემების ან/და მათი გამოვლენა-ანალიზისათვის საჭირო ინფორმაციის იდენტი­ფიცირება; საკითხი გაიაზრა კომპლექსურად და/ან სისტემურად; სწორად შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის/პრევენციის ორიგინალური ან/და აპრობირებული გზები; ლოგიკურად გამართულად ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა; პროფესიული ტერმინო­ლოგიის გამოყენებით ჩამოაყალიბა დასაბუთებული დასკვნები; მსჯელობა/დასკვნები/რეკომენდაციები დამაჯერებელი და მეცნიერულად არგუმენტი­რებულია; აპლიკანტი ზედმიწევნით კარგად ფლობს სამაგისტრო პროგამაზე სწავლის გაგრძელებისათვის სავალდებულო მასალას.

9_8 ქულა აპლიკანტი გაეცნო პრობლემურ სიტუაციაში აღწერილ ინფორმაციას, ზოგადად განიხილა დასმული საკითხები; მეტწილად სრულად მოახდინა ზოგიერთი პრობლემის ან/და მისი გამოვლენა-ანალიზისათვის საჭირო ინფორმაციის ნაწილის იდენტიფიცირება; სწორად შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის/პრევენციის აპრობი­რებული/სტანდარტული გზა და ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა, თუმცა მსჯელობა ზოგადია და არ გამოირჩევა ორიგინალობით; დასკვნა/რეკომენდაცია ჩამოყალიბებულია პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით, თუმცა არგუმენტირე­ბული/დასაბუთე­ბულია უპირატესად ლოგიკურად, აკლია მეცნიერული საფუძველი; აპლიკანტი ფლობს სამაგისტრო პროგამაზე სწავლის გაგრძელებისათვის სავალდებულო მასალას, თუმცა საკითხების გააზრება/გადაწყვეტას აკლია სიღრმე, კომპლექსურობა, სისტემურობა და/ან ორიგინალობა.

7_6 ქულა: აპლიკანტი ზედაპირულად გაეცნო პრობლემურ სიტუაციაში აღწერილ ინფორმაციას, ზედაპირულად განიხილა დასმული საკითხები;  მოახდინა პრობლემის ან/და მისი გამოვლენა-გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციის მცირე ნაწილის იდენტიფიცირება; შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის/პრევენციის მარტივი გზა და ნაწილობრივ ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა, თუმცა მსჯელობა და დასკვნები ნაკლებად თანმიმდევრული, სუსტად არგუმენტირებული და ლოგიკურად ნაკლებად დასაბუ­თებულია; პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებისას დაშვებულია არაარსებითი სახის ხარვეზები; აპლიკანტი ზედაპირულად ფლობს სამაგისტრო პროგამაზე სწავლის გაგრძელებისათვის სავალდებულო მასალას, უჭირს საკითხების სწორად გააზრება/ ანალიზი/გადაწყვეტა.

5_3 ქულა: აპლიკანტი ზერელედ  და ფრაგმენტულად გაეცნო პრობლემურ სიტუაციაში აღწერილ ინფორმაციას,  ფრაგმენტულად და ხარვეზებით განიხილა დასმული საკითხები; გარკვეული უზუსტობა დაუშვა პრობლემის/მისი გამოვლენა-გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციის იდენტიფიცირებისას; არასწორად შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის/პრევენციის გზა, თუმცა, არჩეული ვარიანტის შესაბამისად,  ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა; მსჯელობა და დასკვნები ფრაგმენტული, არაარგუმენტირებული, სუსტად დასაბუთებული და ლოგიკურად არათანმიმდევრულად ფორმულირებულია; პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებისას დაშვებულია მნიშვნელოვანი ხარვეზები; აპლიკანტი ფრაგმენტულად ფლობს თემებს სამაგისტრო პროგამაზე სწავლის გაგრძელებისათვის სავალდებულო მასალიდან, უჭირს პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და საკითხებზე მსჯელობა.

2_1 ქულა: აპლიკანტმა სათანადოდ ვერ გაიაზრა პრობლემურ სიტუაციაში აღწერილი ინფორმაცია, მინიმალურ დონეზე განიხილა დასმული საკითხები; პრობლემის/მისი გამოვლენა-გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციის იდენტიფიცირებისას დაუშვა არსებითი ხასიათის ხარვეზები; ვერ შეარჩია პრობლემის გადაწყვეტის/პრევენციის გზა და გარკვეული უზუსტობები დაუშვა სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებისას; მსჯელობა და დასკვნები არაარგუმენტირებული და დაუსაბუთებელია; აპლიკანტი ვერ ფლობს სამაგისტრო პროგამაზე სწავლის გაგრძელებისათვის სავალდებულო მასალას (საკვანძო საკითხებს) და მხოლოდ ზოგიერთ საკითხთან მიმართებით ავლენს მინიმალურ ცოდნას; არ შეუძლია პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი, საკითხებზე მსჯელობისა და/ან პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებისას დაუშვა არსებითი ხასიათის უზუსტობები.

ქულა: დავალება მინიმალურ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ კრიტერიუმებს / დავალება საერთოდ არ აქვს შესრულებული.

შენიშვნა: შეფასებისას ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება ითვალისწინებს აპლიკანტის მიერ დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.

გამოცდა სპეციალობაში ჩაბარებულად ითვლება თუ აპლიკანტი მიიღებს საერთო შეფასების არანაკლებ  50%+1 ქულას.

გამოცდის ხანგრძლივობა: 3 საათი

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *