ევროპის უნივერსიტეტი პედაგოგებს 4 საათიან ონლაინ ტრენინგ კურსს: „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ სთავაზობს. აღნიშნული პროექტი 2021 წლიდან საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგების გადამზადება.
ტრენინგების შედეგად, საქართველოს მაშტაბით მოქმედი პედაგოგები ივითარებენ კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარებს, რაც ციფრულ ეპოქაში თითოეული მოქალაქისთვის აუცილებელია. პედაგოგები მიიღებენ ცოდნას დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. ისინი ისწავლიან იმ პრაქტიკულ მეთოდებს, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით. ამასთან, სასწავლო სემინარები მათ დაეხმარებათ და მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ამომწურავი და გააზრებული ინფორმაცია ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შესახებ.
სატრენინგო მოდული აგებულია სწავლების აქტუალური და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი, ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები და სხვა.
ტრენინგი ჩატარდება პარასკევს, 17 ივნისს, 14:00 – 18:30 სთ, 30 წუთიანი შესვენებით. ტრენინგის ხანგრძლივობაა 4 საათი და 30 წუთი.
ტრენერი: ანი გვეტაძე, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის
დეპარტამენტის თანამშრომელი, ევროპის უნივერსიტეტის ლექტორი.
დასწრება თავისუფალია.
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/81805165912?pwd=ZkZRS3o3T1RNa0F2VHJ1RVE0d3lGZz09
Meeting ID: 818 0516 5912
Passcode: 852206