ევროპის უნივერსიტეტის“ სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ფარგლებში, ახალი ტრენინგ მოდული სახელწოდებით “სასწავლო კურსები შერეული სწავლების ფორმატში“ შემუშავდა.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ტრენინგ ცენტრის ფარგლებში ტარდება აკადემიური და მოწვეული პერსონალის საჭიროებების კვლევა, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ შეაფასონ განვლილი ტრენინგები და დაასახელონ სამომავლო ინტერესები სწავლა-სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით.
აღნიშნული ტრენინგი სწორედ პერსონალის მიერ დასახელებული საჭიროებების იდენტიფიცირების საფუძველზე შემუშავდა.
ტრენინგები აქტიურად უტარდებათ „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს.