“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის პროგრამის თანახელმძღვანელმა მარიკა ზურმუხტაშვილმა ინგლისურენოვანი სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო „ევროპის უნივერსიტეტის“ ADEE-ში (ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაცია) ინსტიტუციური წევრობის მნიშვნელობა და უპირატესობები “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისათვის.
პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტებმა ADEE-ს მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხები სტომატოლოგიის პროგრამის თანახელმძღვანელისა და ხელმძღვანელისგან მიიღეს.