ევროპის უნივერსიტეტში, ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, საჯარო დისკუსია თემაზე – „ევროპული ღირებულებების სწავლების გამოწვევები საქართველოს სკოლებში“ გაიმართა.
საჯარო დისკუსიაში პროექტის განმახორციელებელ გუნდთან ერთად მოქმედი/მომავალი მასწავლებლები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტის მკვლევარებმა და ტრენერებმა მასწავლებელ სტუდენტებსა და განათლების ექსპერტებს ჩატარებული საველე კვლევის შედეგები და შესაბამისი პოლიტიკის რეკომენდაციები გააცნეს.
პრეზენტაციების დასასრულს, აქტიური დისკუსია გაიმართა და დამსწრე აუდიტორიისგან მიღებულ იქნა ღირებული უკუკავშირი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციები გადაიხედება და გამოიცემა განახლებული ინფოგრაფიკის სახით.
ღონისძიების ბოლოს მასწავლებლებს, სიმბოლურად, პროექტის ფარგლებში გამოცემული პოლიტიკის დოკუმენტი და მეთოდური სახელმძღვანელო საერთო სახელწოდებით – „ევროპული ღირებულებების სწავლება საქართველოს სკოლებში“ გადაეცათ.