სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით საკვალიფიკაციო სერტიფიცირებული ტრენინგ კურსები გაიმართება

evropis-universitetis-samartlis-institutis-organizebit-sakvalipikatsio-sertipitsirebuli

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებისთვის საკვალიფიკაციო სერტიფიცირებული ტრენინგ კურსები  გაიმართება.

ტრენინგებს უცხოელი ექსპერტები აშშ-დან ონლაინ რეჟიმში გაუძღვებიან, ვებინარის პროგრამა Zoom-ის მეშვეობით.

შემოთავაზებული კურსები:

1. “საერთაშორისო არბიტრაჟი”

  • ტრენერი: პროფესორი ჟოზეფ მატიუსი (Joseph Matthews);
  • თარიღი: 3-5 / 10-12 / 17-19 ივნისი.

2.  “პირადი ცხოვრება და მონაცემთა დაცვა”

  • ტრენერი: პროფესორი ელიზაბეტ პოუერი (Elizabeth Powers);
  • თარიღი: 8-10 / 15-17 / 22-24 ივლისი.

3.  “საერთაშორისო პროექტების ფინანსები”

  • ტრენერი: პროფესორი დევიდ ზარსკი (David Zarski)
  • თარიღი: 12-14 / 19-21 / 26-28 აგვისტო.

აღნიშნული კურსები ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის არის უფასო. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ სამივე კურსზე.

კურსები ჩატარდება ინგლისურ ენაზე. 

თითოეული კურსის გავლისას გაიცემა სერთიფიკატი.

მსურველები 2022 წლის 22 მაისამდე დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა: info@law.org.geioseb.kelenjeridze@eu.edu.ge;
ტელ: 2 000 171 (116)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *