ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ გამხორციელებულ პროექტში მიიღეს მონაწილეობა
04
Apr
ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ფუტკარაძემ და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინო ჭიპაშვილმა საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტში “სტუდენტური ბანაკი – 2022” მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბაკურიანში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში შემეცნებით აქტივობებთან ერთად მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტური საგრანტო პროექტების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიგეგმა.