ევროპის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, აბიტურიენტებისთვის მედიკოსისა და სტომატოლოგიის პრაქტიკული სამუშაო შეხვედრები გრძელდება.
ვორქშოფები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს, თემებზე: “კბილის ამოღება” და “პათოლოგიების ლაბორატორია” და მას ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები და დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.
პრაქტიკულ სამუშაოებში ყოველკვირეულად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან დაახლოებით 50-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ ვორქშოფები ევროპის უნივერსიტეტში მედიცინის დარგის სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს და აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკული გამოცდილება უნივერსიტეტის ბაზაზე მიიღონ.