“ევროპის უნივერსიტეტში” აბიტურიენტებისთვის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, სტომატოლოგიის პრაქტიკული ვორქშოფები გაიმართა.
ვორქშოფები თემებზე: “პირის ღრუს მოვლა” და “კბილების გათეთრება” ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტები როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად სტომატოლოგიის ძირითად მეთოდებსა და ტექნიკებს გაეცნენ.
პრაქტიკულ სამუშაოებში ყოველკვირეულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაახლოებით 30-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ მედიცინის ვორქშოფები “ევროპის უნივერსიტეტში”, სხვადასხვა მიმართულებით, რამდენიმე კვირაა გრძელდება და მასზე დასწრება ნებისმიერ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს წინასწარი რეგისტრაციის საშუალებით შეუძლია.