ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე წლის 21 მარტს, საჯარო ლექცია თემაზე: “რუსეთ უკრაინის ომი და საერთაშორისო სამართალი” გაიმართა.
ლექციას ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ევროსაბჭოს ექსპერტი ლევან მესხორაძე უძღვებოდა.
“აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება ხელს შეუწყობს აგრესორი სახელმწიფოს შეკავებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემთხვევაში პრაქტიკულად გარდაუვალი იქნება კონკრეტული პირების საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და რუსეთის ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დონეზე საკუთარი ვალდებულებების შესრულება. ამის მაგალითი მრავლად მოიძებნება ისტორიულ წარსულში, მაგალითად ნიურბერგის ტრიბუნალი, ტოკიოს ტრიბუნალი და ა.შ. რომელთა პირობებში მოხდა შესაბამისი ლიდერების დასჯა ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებისთვის“, – განაცხადა ლევან მესხორაძემ საჯარო ლექციის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რუსეთ- უკრაინის ომის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება; საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, მათ შორის გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მიერ გენოციდის კონვენციის საფუძველზე შეტანილი სარჩელი და ის დროებითი ღონისძიება, რომელიც ჰააგის სასამართლომ მიიღო და რუსეთს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტა დააკისრა, ასევე საერთაშორისო სისხლის სამარათლის სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიება, რომელიც ეხმიანება აღნიშნული ომის დროს ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებს და სტრასბურგის სასამართლოში აღძრული სარჩელი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას უკავშირდება;
ლექციის დასასრულს აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა