ევროპის უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილი ევროპული ბიზნეს ასოციაცია USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებულ კონფერენციას “ახალგაზრდები ცვლილებისთვის” დაესწრო და მონაწილეეებს მიმართა.
“მინდა ჩემი გამოსვლა უკრაინის სოლიდარობით დავიწყო, ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხის ბრძოლის მომსწრე, რომლებიც არ იბრძვიან მხოლოდ მათი ტერიტორიის დასაცავად, უკრაინა დღეს იბრძვის მსოფლიოს დასაცავად და ევროპული ღირებულებების შესანარჩუნებლად და განსავითარებლად. მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ ქვეყანას ამ ბრძოლაში.
პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს მოწვევისთვის და „ევროპის უნივერსიტეტის“ ჩართვისთვის, რადგან ევროპული ღირებულებები და მასთან დაკავშირებული ყველა აქტივობა ჩვენი უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტია, რადგან ევროპა ჩვენი საუკუნეების წინანდელი არჩევანია და ამ გზაზე ქართველი ხალხი მყარად დგას.
ევროპული ღირებულებები და მასთან დაკავშირებული აქტივობები მე შემთხვევით არ მიხსენებია, ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენი უნივერსიტეტი აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს ამ მიმართულებით და ერთი ასეთი ბოლო შემიძლია დაგისახელოთ, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ მოვიცავით 10 კლასიდან ზევით კონტიგენტი და ჩავატარეთ ესეების კონკურსი ევროპულ ღირებულებებზე.
ჩვენთვის ეკონომიკურ რეფორმებზე, პოლიტუკურ პროცესებზე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობები სტუდენტებთან, ჩვენ ვმართავთ საჯარო ლექციებს და ვართ ღია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც, ამ დროისთვის მიმდინარე პროგრამის – ჟან მორეს ზამთრის სკოლაში ჩართული იყო დაახლოებით 100-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი, მათ წარმატებით გაიარეს კურსები, მოისმინეს სპიკერების ღია ლექციები, რომელიც ვფიქრობ, იყო ნაყოფიერი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთ ფორმატებში ჩართულობა, აზრების გაცვლა და ვისარგებლებ შემთხვევით და შემიძლია აქვე დაგიდასტუროთ მზაობა დამსწრე ბიზნესის წარმომადგენლებს, ჩვენ, როგორც მზარდმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომელიც ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს, მოგიწვიოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოთ ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებში და ასევე ჩვენ ჩავერთოთ თქვენს აქტივობებში, რაც მოგცემს შედეგს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების კუთხით“, – განაცხადა ნინო ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე ახალი სტუდენტური პროექტი – „ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკი“ წარადგინეს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების განათლებას ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმების შედეგად ახალ პროფესიებზე, რომლებიც ნაკლებად ცნობილი და პოპულარულია, თუმცა დასაქმების ფართო შესაძლებლობას წარმოქმნის.