ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურმა გუნდმა ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის – „ევროპეიზაცია ქართულ სკოლებში“ ფარგლებში, საჯარო სკოლების პედაგოგ-დირექტორები ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებში გადაამზადა.
ტრენინგები დასავლეთ საქართველოდან დაიწყო და მასში ქუთაისის, ბათუმის, ლანჩხუთის, მესტიის, ჭუბერის, ხაიშის და ზუგდიდის სკოლის წარმომადგენლები მიიღებენმონაწილეობდნენ.
ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში, ისეთ თეორიულ და პრაქტიკულ თემებზე ამაზდებდნენ როგორებიცაა: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებების, მშობლების, სამოქალაქო საზოგადოებისერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება და შეფასების სისტემის რეფორმა.
ტრენინგის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველიმოადგილე ნინო ვიბლიანი ესწრებიდა.
“მნიშვნელოვანია, რომ ერაზმუს პლიუსის პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლებისპედაგეგების გადამზადება ხორციელდება. პროექტში ჩვენი რეგიონიდან ზუგდიდის დამესტიის მუნიციპალიტეტეის სოფლები მონაწილეობენ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხელსშეუწყობს და დაგვეხმარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრივალდებულებების შესრულების და ევროპეიზაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომთეორიულ საკთხებთან ერთად გადამზადება პრაქტიკულ და სწავლებასაც მოიცავს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიბლიანმა.
პროექტის მენეჯერის თათია დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის მიერთანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტი საქართველოს ყველარეგიონის მასშტაბით, ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებში საჯარო სკოლებისდირექტორ-მასწავლებლებისთვის ტრენინგებს მართავს. “ამჟამად ვიმყოფებით ზუგდიდში, სადაც თავი მოიყარეს მესტიის, ხაიშის, ჭუბერის, ქუთაისის, ბათუმის, ხაჯალიის და ზუგდიდის საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა. ტრენინგებისთვისშერჩეული თემატიკა ეხება შეფასების სისტემის რეფორმასა და სწავლების მეთოდიკისა დასახელმძღვანელოების ოპტიმიზაციას. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ საკითხებში დასავლეთსაქართველოს საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებელთა გადამზადების საჭიროებაგამოიკვეთა ამავე პროექტის ფარგლებში შარშან ჩატარებული კვლევის შედეგად. შესაბამისად, ტრენინგებს საფუძვლად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებულირეალური პრობლემები უდევს და ევროპის უნივერსიტეტში ვიმედოვნებთ, რომ ჩვენიპროექტით ხელს შევუწყობთ მათ გადაჭრას“, – განუცხადა ჟურნალისტებს დოლიძემ.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგების თემატიკა დასავლეთ საქართველოსთვის 2021 წლისზაფხულში “ევროპის უნივერსიტეტის“ ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველეკვლევის შედეგებსა და შესაბამის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ყველაზე პრობლემატურადგამოკვეთილი საკითხების საფუძველზე შემუშავდა.
EU-GS პროექტის მიზანი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრივალდებულებების შესრულების გზაზე საქართველოს საშუალო განათლების სისტემისევროპეიზაციის მიმართულებით დახმარებაა.