სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ეროვნული შეჯიბრი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში

erovnuli-shejibri-adamianis-uplebata-saertashoriso-samartalshi

ევროპის უნივერსიტეტი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, იმიტირებული სასამართლო პროცესის,  ეროვნულ შეჯიბრს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, თემაზე: “ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები” აცხადებს.

იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების, სამართლის საბაკალავრო პროგრამის II-IV კურსის სტუდენტებისაგან  შემდგარ გუნდებს (2-4  მონაწილე) შეუძლიათ.

შეჯიბრის წინ, სპეციალური ტრეინინგი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, გაიმართება, რომელსაც ავტორიტეტული ექსპერტები ლევან მესხორაძე და თათია დოლიძე გაუძღვებიან.

იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდება.

დაინტერესებულ გუნდებს რეგისტრაციის გავლა 2022 წლის 15 აპრილამდე მითითებულ ბმულზე შეუძლიათ:

https://bit.ly/3ubihzN

ტრენინგის ბოლოს, ყველა მონაწილესა და გამარჯვებულს სერტიფიკატები და პრიზები გადაეცემათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *