სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით შიდა, საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

evropis-universitetis-globalizatsiis-ekonomikuri-da-sotsialuri-problemebis-kvleviti

ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 31 იანვარს, შიდა, საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „უმაღლესი განათლების თანამედროვე გამოწვევები, შრომის ბაზარი და სამეწარმეო აქტიურობის განვითარება“, პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას მოდერატორობას გაუწევს და მოხსენებით წარსდგება გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გივი ბედიანაშვილი, მომხსენებლები ასევე იქნებიან, ასოცირებული პროფესორი ქუჯი ბიჭია, ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნაცვლიშვილი, მაგისტრანტი ნესტანი ბენიძე, მაგისტრანტი ნინო ვიბლიანი, მაგისტრანტი გიორგი მენაბდიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დისტანციურად ჩატარდება. პრეზენტაციის ბოლოს საკონსულტაციო საათი კითხვა – პასუხის რეჟიმში გაიმართება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *