ევროპის უნივერსიტეტსა და ბალტიის საერთაშორისო აკადემიას (ლატვია) შორის ინსტიტუციონალური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და სტუდენტთა ბილატერალური მობილობის ხელშეკრულება გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ მხარეები სამეცნიერო-კვლევით სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებში ცალკეული ხელშეკრულებები ბალტიის საერთაშორისო აკადემიასა და ევროპის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ორ კვლევით ინსტიტუტთან სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით გაფორმდა.
ბალტიის საერთაშორისო აკადემია ერთ-ერთ უდიდეს არასამთავრობო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს ბალტიისპირეთის რეგიონში, რომელიც 26 სასწავლო პროგრამას 8 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.