ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 20 – 21 დეკემბერს მე-11 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები წარმოადგენის.
სტუდენტებმა კვლევები ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით განახორციელეს, რომლებიც მედიცინისა და სტომატოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს ეხებოდა.
კვლევების წარდგენის შემდეგ კითხვა პასუხის რეჟიმი და დისკუსია გაიმართა.
კონფერენციის ბოლოს სპეციალურად მოწვეული კომისიის მიერ საუკეთესო ნაშრომების ავტორები და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
- I ადგილი – საჰიშნუტა სურიაკანტ დეშმუხ, ხან იამენ- ,,Resilience through “Kin”: Paranoid Schizophrenia’’, ხელმძღვანელი: თამარ ალადაშვილი;
- II ადგილი – ბჰოსალე დიიპალი უმეშ , ხათრი რიტიკი- ,,A Case Report on Familial Adenomatous Polyposis”, ხელმძღვანელი: არჩილ ალადაშვილი;
- III ადგილი – ბაბაკ ფოზუნი მოქადამ, ელმირა დაშტიანი – “Application Of Bone Marrow-Derived Mesenchymal Stem Cells In Oral And Maxillofacial Bone Regeneration’’, ხელმძღვანელი: მარიკა ზურმუხტაშვილი
- საუკეთესო მომხსენებელი: ანკიტა პანნუ, რეეტ აგარუალ – “Comparison Of Ultrasound Guided Nerve Blocks To Nerve Stimulator Under Ultrasound Guidance’’
- საუკეთესო პრეზენტაცია: ლოგანატჰან შრუტჰი – “Role Of Chest CT In Diagnosis Of Covid And Explaining The Evolution Of Infection On CT’’;
- საუკეთესოდ დაგეგმილი კვლევითი პროექტი: რათოდ ჯეროლდ მაკდონალდ – ,, Opioid Use in Pregnancy: A Boon or a Complicated Riddle of Safety’’;
კონფერენციის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო, I, II და III ადგილზე გასულ სტუდენტებს სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ სიმბოლური პრიზები.