სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა

evropis-universitetis-biznesisa-da-teknologiebis-pakultetis-organizebit-sajaro-lektsia

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე: “ სოციალური მეწარმეობა საფუძვლები, მიდგომები, პრაქტიკები” დისტანციურად გაიმართა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული პროგრამის მენეჯერიგიგა ჩიტიშვილი ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებაში ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები: გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გივი ბედიანაშვილი, მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნაცვლიშვილი, პროფესორი გიორგი ლილუაშვილი, მონაწილეობდნენ.

საჯარო ლექცია გახსნა და ღონისძიების მსვლელობას ხელმძღვანელობდა ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გადილია.

ლექციის ბოლოს საკონსულტაციო საათი, კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს, სოციალური მეწარმეობის თემატიკის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტსა და სტრატეგიული კვლევების ცენტრს შორის შემდგომში მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა აქტივობებში სტუდენტების ჩართვისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებებით, მზაობა გამოითქვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *